მხოლოდ თქვენთვის, წარმატებულო, თავდაჯერებულო და თავისუფალო ქალბატონებო!

Lady Card არის საკრედიტო ბარათი, სპეციალურად თქვენზე მორგებული, საუკეთესო საკრედიტო პირობებით.

ჩვენ ვიცით რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი:
  • უპრეცედენტო საშეღავათო პერიოდი - 60 დღე 0%-ად
  • მაღალი საკრედიტო ლიმიტი
  • წლიური საპროცენტო განაკვეთი - მხოლოდ 15%. პროცენტი მხოლოდ თქვენს მიერ რეალურად გამოყენებულ თანხას ერიცხება და არა მთლიან საკრედიტო ლიმიტს.
  • ბარათის ლამაზი, მოდური, ორიგინალური დიზაინი
  • სასურველი დიზაინის არჩევის საშუალება

Lady Card-ის მფლობელი ისარგებლებს ფასდაკლებებით სხვადასხვა სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში.

ბაზისბანკის პარტნიორები არიან ლიდერი ორგანიზაციები საკუთარ სფეროში, თქვენ იმსახურებთ საუკეთესოს!

Lady Card რადიკალურად განსხვავდება ყველა სხვა სასესხო პროდუქტისაგან, ძირითადად შესყიდვითი ოპერაციებისთვისაა განკუთვნილი და ამ შემთხვევაში თქვენ არანაირ საკომისიოს არ იხდით, თუმცა საჭიროებისას თანხის განაღდება შესაძლებელია ბანკომატის საშუალებითაც.

ერთადერთი რაც თქვენ გევალებათ (იმ შემთხვევაში, თუ ლიმიტი მთლიანად ან ნაწილობრივ არის ათვისებული), თქვენსავე ანგარიშზე გახარჯული თანხის 10%–ის ყოველთვიურად შემოტანა ან ჩარიცხვაა, ამ თანხით თქვენი კრედიტის ნაწილი დაიფარება, მაგრამ შემოტანილი თანხა შეგიძლიათ კვლავ გამოიყენოთ.

და კიდევ ერთი იდეა მამაკაცებს: ბაზისბანკი გთავაზობთ გაუკეთოთ თქვენს საყვარელს ქალბატონს საჩუქარი Lady Card-ის სახით. მერწმუნეთ, ეს საჩუქარი ნებისმიერ ქალბატონს ძალიან გაახარებს.
ტარიფები
მთავარი ბარათის შესახებ პარტნიორები განაცხადი ტარიფები და სარგებლობის წესები